მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ჯეიმს აპატურაის შეხვდა 

საქართველოს პრეზიდენტი ჯეიმს აპატურაის შეხვდა 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

მხარეებმა ნატოს სამიტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს,  რომელიც სექტემბერში დიდ ბრიტანეთში გაიმართება. საუბარი საქართველოს პროგრესს ნატო-ში გაწევრების  პროცესსა და ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს შეეხო.  გიორგი მარგველაშვილმა და ჯეიმს აპატურაიმ რეგიონში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს  და უკრაინაში განვითარებულ მოვლენების შესახებ ისაუბრეს. ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პარალელურად, საქართველო ცდილობს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყაროს.    

შეხვედრისას, ჯეიმს აპატურაიმ გამოხატა სურვილი, უახლოეს მომავალში საქართველოს პრეზიდენტი ესტუმროს ბრიუსელს ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან შესახვედრად.  

Add to Twitter Add to Facebook