მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი BSEC-ის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი BSEC-ის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალური მდივანს ვიკტორ ტვირჩუნს შეხვდა. მხარეებმა ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს და სატრანსპოტრო, ენერგეტიკულ და სავაჭრო სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივა განიხილეს. როგორც შეხვედრისას აღინიშნა ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშრთან ასოცირების ხელშეკრულებას და შესაბამისად - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. საუბარი შეეხო თანამშრომლობას სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით ქვეყანა მზადაა, მხარი დაუჭიროს ყველა იმ მნიშვნელოვან რეგიონალურ ინიციატივას, რომელიც წვლილს შეიტანს შავი ზღვის რეგიონის განვითარებაში. ამას გარდა, მხარეებმა ახალი პროექტების განხორციელების აუცილებლობაზეც იმსჯელეს. "შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეხვედრისას საუბარი შეეხო, უპირველეს ყოვლისა, ამ რეგიონალური ორგანიზაციის როლის გაძლიერებას ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. ამას გარდა, ყურადღება გაამახვილეს საქართველოს მნიშვნელობაზე - თუ რა წვლილის შეტანა შეუძლია ქვეყანას რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირთან BSEC-ის თანამშრომლობის ფორმატები იყო და ის ახალი შესაძლებლობები, რომლებიც BSEC-ის წევრ სახელმწიფოებს ეძლევა რამდენიმე ქვეყნის მიერ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ის რომ საქართველომ საკუთარი როლი და მნიშვნელობა გაზარდოს ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ხოლო, მეორე მხრივ, BSEC-ის როლი და მნიშვნელობა გაიზარდოს საერთაშორისო პარტიორობაში", - განაცხადა შეხვედრის შედეგ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ.

 

Add to Twitter Add to Facebook