მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი Caspian Energy-ის მე-11 საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი Caspian Energy-ის მე-11 საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი Caspian Energy-ის მე-11 საერთაშორისო დაჯილდოების „საქართველო-2014“ საზეიმო ცერემონიას დაესწრო, რომელიც ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორებმა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს პრეზიდენტს სპეციალური ჯილდო გადასცეს.

გიორგი მარგველაშვილმა დამსწრე საზოგადოებას, რომელთა შორის ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოს ჰერმანი იყვნენ, სიტყვით მიმართა. ქვეყნის პირველმა პირმა რეგიონის ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება იმ პროექტებზე გაამახვილა, რომლებსაც რეგიონის ქვეყნები ერთობლივად ახორციელებენ. გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებულად გამოყო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტებით ქვეყანას აზია-ევროპის დამაკავშირებელი რგოლის ფუნქცია ენიჭება. საქართველოს პრეზიდენტმა ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) პროექტზეც ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, რეგიონში ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

გიორგი მარგველაშვილმა „თბილისის სამიტი 2014“ გაიხსენა, რომლის დროსაც საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერებმა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისა და განმტკიცების აუცილებლობის შესახებ იმსჯელეს. მისი თქმით, სამი ქვეყნის სანიმუშო პატრნიორობა კეთილდღეობასა და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც.

ღონისძიების მსვლელობისას, ქვეყნის პირველმა პირმა შესაბამისი ჯილდოები ხუთი წარმატებული კომპანიის წარმომადგენლებს გადასცა.  

Add to Twitter Add to Facebook