მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი EUMM-ის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი EUMM-ის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის EUMM-ის ხელმძღვანელს ტოივო კლაარს შეხვდა.  საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარება იყო. მხარეებმა მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი მოსახლეობის მდგომარეობა განიხილეს.  რეგიონში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოს პრეზიდენტს საკუთარი მოსაზრება გააცნო. შეხვედრისას ასევე იმსჯელეს იმ ინიციატივების შესახებ, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ მოსახლეობასთან კომუნიკაციას. გიორგი მარგველაშვილმა და ტოივო კლაარმა ჟენევის ფორმატით მარტში გამართული მოლაპარაკებების შედეგების თაობაზეც გაამახვილეს ყურადღება. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ტოივო კლაარსს მისიის ეფექტიანი მუშაობისათვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ პროექტის გაგრძელება. 

შეხვედრისას უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხნენ და ისაუბრეს იმ შესაძლო შედეგებზე, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს  საქართველო- რუსეთის  ურთიერთობაზე.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ.

Add to Twitter Add to Facebook