მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი „აღმოსავლეთ პარტნიორობა- გზა ვილნიუსის სამიტის შემდეგ“  კონფ

საქართველოს პრეზიდენტი „აღმოსავლეთ პარტნიორობა- გზა ვილნიუსის სამიტის შემდეგ“  კონფერენციაზე


საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ  დღეს ვილნიუსის სამიტის შემაჯამებელ კონფერენციას უმასპინძლეს, რომელიც ზურაბ ჟვანიას 50 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.

კონფერენციაზე, სახელწოდებით „აღმოსავლეთ პარტნიორობა-გზა ვილნიუსის სამიტის შემდეგ“, საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ვილნიუსის სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება  საქართველოს  ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე ზურაბ ჟვანიას ისტორიულ წვლილზე გაამახვილა:

"დღეს ბევრი საინტერესო დამთხვევაა. რამდენიმე დღის წინ ვილნიუსში  ისტორიული ნაბიჯი გადავდგით  და მტკიცედ დავადექით ქვეყნის განვითარების გზას - მოხდა  ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. დღეს ზურაბ ჟვანიას, ჩემი მეგობრის და თანამებრძოლის დაბადებიდან 50 წლისთავია.  ადამიანის, ვისთან ერთადაც მე პოლიტიკას შევეხე.სწორედ, ასეთმა თანხვედრამ  განმაწყო იმისთვის, რომ მელაპარაკა არა მხოლოდ იმ პოლიტიკურ გზაზე, რომელიც გასავლელი გვაქვს, არამედ მესაუბრა ზურას შესახებ, იმ პროცესებთან მიმართებაში, რომელიც საქართველოში 90-იანი წლების ბოლოს დაიწყო;  იმ პროცესებზე, რომელიც მომავალში ერთად გვაქვს გასავლელი,"-აღნიშნა  საქართველოს პრეზიდენტმა.  

Add to Twitter Add to Facebook