მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი: „სოხუმში დაბრუნება იქნება ძმათა შერიგების დიდი სიხარული“

საქართველოს პრეზიდენტი: „სოხუმში დაბრუნება იქნება ძმათა შერიგების დიდი სიხარული“

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულ ოჯახებს მიუსამძიმრა.

"ეს იყო სოხუმის დაცემის დღე. დღე როდესაც ძმათა მკვლელი ომი სოხუმის დაცემით დამთავრდა. სოხუმში დაბრუნება იქნება ძმათა შერიგების დიდი სიხარული. ეს იყო ომის დასასრული, მომავალი იქნება შერიგებით სოხუმში ძმებთან დაბრუნება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ალასანიასთან, გენერალური შტაბის უფროსთან გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან დავით პატარაიასთან და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.

სოხუმის დაცემიდან დღეს 21 წელი შესრულდა.

Add to Twitter Add to Facebook