მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი „ღია საზოგადოების ფონდების" ორგანიზაციის საიუბილეო გალა მიღებას და

საქართველოს პრეზიდენტი „ღია საზოგადოების ფონდების" ორგანიზაციის საიუბილეო გალა მიღებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ღია საზოგადოების ფონდების" ორგანიზაციის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო. ქვეყნის  პირველმა პირმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ფონდს იუბილე მიულოცა. გიორგი მარგელაშვილმა პრაღაში სწავლის პერიოდი გაიხსენა (1993-1994 წლებში "ღია საზოგადოების ფონდების" სტიპენდიანტი იყო), სადაც პირველად შეხვდა ჯორჯ სოროსს.

საქართველოს პრეზიდენტმა ფონდის დამფუძნებელს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში მოღვაწეობას ფონდი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

საიუბილეო გალა მიღებაზე,   ფონდის დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი იმყოფებოდა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ფონდის პარტნიორი ორგანიზაციები,  ასევე დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო  ორგანიზაციების, პარლამენტის, მთავრობის და მედიის წარმომადგენლები.

Add to Twitter Add to Facebook