მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი  ევროპის ეკონომიკისა და სოციალური კომიტეტის (EESC) პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი  ევროპის ეკონომიკისა და სოციალური კომიტეტის (EESC) პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგვველაშვილი ორმხრივ შეხვედრებს ვილნიუსში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში განაგრძობს.ქვეყნის პირველი პირი ევროპის ეკონომიკისა და სოციალური კომიტეტის (EESC) პრეზიდენტს ჰენრი მალოსეს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საქართველოს მიერ ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი  სავაჭრო ზონის  ხელშეკრულებების პარაფირების მნიშვნელობა იყო.

გიორგი მარგველაშვილმა და ჰენრი მალოსემ  საქართველოში ევროინტეგრაციული პროცესის მიმდინარეობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობს აუცილებლობაზეც ისაუბრეს. შეხვედრისას მხარეებმა წარმატებულ ნაბიჯად შეაფასეს საქართველოს მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ფორმაციის შესახებ სტრატეგიის (2014-17წ.წ.) დამტკიცება.

ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება  2014 წელს საქართველოში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების  ფორუმსაც დაეთმო.

საქართველოს პირველმა პირმა და ევროპის ეკონომიკისა და სოციალური კომიტეტის პრეზიდენტმა შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

 

Add to Twitter Add to Facebook