მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი  ლატვიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი  ლატვიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში დღეს დილიდან შეხვედრებს მართავს. ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის ეკონომიკისა და სოციალური კომიტეტის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ, ქვეყნის პირველი პირი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანდრის ბერზინშის შეხვდა.

საუბრის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოთქვა ლატვიის დედაქალაქში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ლატვიელ ხალხს თანადგომა გამოუცხადა.

შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა ანდრის ბერზინშის ლატვიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ლატვიის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების მნიშვნელობა აღნიშნა  და  საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესში მხარდაჭერა აღუთქვა.

გიორგი მარგველაშვილი და ანდრის ბერზინში ბიზნესის, ვაჭრობის, თავდაცვისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზეც თაობაზეც შეთანხმდნენ.

საუბრის დასასრულს, საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

პრეზიდენტების შეხვედრას ლატვიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები  და მხარეთა დელეგაციების სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.

Add to Twitter Add to Facebook