მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი  უკრაინელ კოლეგას ვოლნოვახში მომხდარი ტრაგედიის გამო უსამძიმრებს

საქართველოს პრეზიდენტი  უკრაინელ კოლეგას ვოლნოვახში მომხდარი ტრაგედიის გამო უსამძიმრებს

ბატონო პრეზიდენტო,     

შეძრწუნებული ვარ უკრაინის ქალაქ ვოლნოვახში დატრიალებული საშინელი ტრაგედიით, რომელსაც უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე ყოვლად აღმაშფოთებელია და მას არ შეიძლება რაიმე გამართლება ჰქონდეს.

საქართველომ კარგად იცის სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის ფასი. ამ ძნელბედობის ჟამს ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით და ვიზიარებთ მოძმე უკრაინელი ხალხის ტკივილს. 

ამ განსაცდელის ჟამს მინდა გისურვოთ გამძლეობა, სიმტკიცე და მშვიდობა. გთხოვთ ჩემი სამძიმარი გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებს და უკრაინელ ხალხს.

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          

Add to Twitter Add to Facebook