მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი  21 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით იაპონიას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი  21 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით იაპონიას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი 21 ოქტომბერს  ოფიციალური ვიზიტით იაპონიას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პირველი პირი იაპონიის იმპერატორ აკიჰიტოს და პრემიერ-მინისტრს შინზო აბეს შეხვდება. ასევე დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებთან. ქვეყნის პირველი პირი შეხვედრას ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც გამართავს.  გიორგი მარგველაშვილი იაპონური მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდება და მათ შეკითხვებს უპასუხებს.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციაში არიან მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ბიზნესმენები.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში 25 ოქტომბერს დასრულდება.

Add to Twitter Add to Facebook