მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციის უფროსად დავით პატარაია დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციის უფროსად დავით პატარაია დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დავით პატარაია დაინიშნა. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა.

2013 წლის დეკემბრიდან დღემდე დავით პატარაია იყო პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. სხვადასხვა წლებში იგი მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. წლების განმავლობაში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას და კითხულობდა ლექციებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ხოლო შემდგომ - იურიდიულ ფაკულტეტზე. არის სამართლის დოქტორი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 

Add to Twitter Add to Facebook