მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა ავსტრიის დელეგაცია მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა ავსტრიის დელეგაცია მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს რეინჰარდ ტოდტის შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღმავებაზე ისაუბრეს.

ავსტრიის მხარემ აღნიშნა, რომ საქართველო ავსტრიისთვის პრიორიტეტული ქვეყანაა. შეხვედრისას,  განსაკუთრებული ყურადღება თბილისში ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის საქმიანობას დაეთმო,  რომელიც ოფიციალურად 2013 წლის 24 ოქტომბერს გაიხსნა.

საუბარი საქართველოსთვის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ისტორიულ მნიშვნელობასაც შეეხო, რომელიც ნოემბრის დამლევს ვილნიუსში გაიმართება.

ავსტრიის მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა ავსტრიის რესპუბლიკის მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ამასთან, ასევე დაადასტურა საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებისთვის მზაობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით.

ავსტრიის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მისი მხარდაჭერა.

Add to Twitter Add to Facebook