მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს ზაკირ ჰასანოვს შეხვდა. საუბრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე და აღნიშნეს, რომ აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება სამხედრო-ტექნიკური თუ ინდუსტრიული თვალსაზრისით. საუბარი შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს.   

მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სფეროში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივა, ასევე წვრთნების ერთობლივი დაგეგმვისა და განხორციელების საკითხი რეგიონის სტრატეგიული ენერგო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაცვის თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ სამმხრივი ურთიერთობის თემა აქტიურად განიხილებოდა „თბილისის სამიტი 2014“-ის ფარგლებში.

შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, რომელსაც აზერბაიჯანის დელეგაციის წევრებთან ერთად ქართული მხრიდან ესწრებოდნენ უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია,  გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ივანე მაჭავარიანი.

Add to Twitter Add to Facebook