მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა ალბანეთის თავდაცვის მინისტრი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა ალბანეთის თავდაცვის მინისტრი მიიღო

დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ალბანეთის თავდაცვის მინისტრს მიმი კოდელის შეხვდა. საუბრისას მხარეებმა თავდაცვის სფეროში საქართველო-ალბანეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო  ალბანეთის გამოცდილების გაზიარებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების თვალსაზრისით. აღინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიღწევები ნატო-სთან ურთიერთობის მიმართულებით.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მიმი კოდელის საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ღია მხარდაჭერისათვის. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს უელსის სამიტის მნიშვნელობა და იმედი გამოთქვეს, რომ ალბანეთთან და სხვა ქვეყნებთან აქტიური თანამშრომლობა დადებითად აისახება სექტემბერში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია,  გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი.  

Add to Twitter Add to Facebook