მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა ამიერიკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენ

საქართველოს პრეზიდენტმა ამიერიკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს პრეზიდენტის სასახლეში უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე ალაჰშუქურ ფაშა-ზადე მიიღო. ქვეყნის პირველმა პირმა მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე ალაჰშუქურ ფაშა-ზადესი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. გიორგი მარგველაშვილმა მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს შორის მეგობრობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისათვის და სხვადასხვა კონფესიის მშვიდობიანი თანაარსებობის, შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის პრინციპების ხელშეწყობისათვის. პრეზიდენტთან შეხვედრას მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად მილი მეჯლისის წევრებიც დაესწრნენ. მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს დღეს ეწვია.

Add to Twitter Add to Facebook