მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა არჩევანი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა არჩევანი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მეექვსე საარჩევნო უბანზე   დილის რვა საათზე გააკეთა. ქვეყნის პირველმა პირმა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ,  ხოლო პოლიტიკურ ძალებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„მინდა საქართველოს მოსახლეობას  დღევანდელი დღე მივულოცო, უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული არჩევანის ჩამოყალიბებაში. მინდა გითხრათ ყველას -  იმისთვის, რომ პოლიტიკოსები გემსახურონ, თქვენ ისინი უნდა აირჩიოთ. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ აქტიურობისკენ და, ამავე დროს, მივმართავ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ დღევანდელი დღე იყოს, უპირველესად, დემოკრატიის არჩევანი, დემოკრატიის გამარჯვება და შემდეგ მათი გამარჯვება. შესაბამისად, მოგიწოდებთ აქტიურობისა და სიმშვიდისკენ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  

გიორგი მარგველაშვილი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მეექვსე უბნის პირველი ამომრჩეველი იყო.  

Add to Twitter Add to Facebook