მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა არჩევანი მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანზე გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა არჩევანი მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანზე გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთა და თბილისის მერს ხმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მე-6 უბანზე მისცა. ქვეყნის პირველმა პირმა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„დღეს ჩვენ ხმა მივეცით ახალი თვითმმართველობის ჩამოყალიბებას საქართველოში. თვითმმართველობა დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ფორმაა, რომლის საშუალებითაც ხალხი, რეალურად, მართავს საკუთარ ცხოვრებას ქალაქის, დაბის, სოფლის დონეზე. მინდა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოვუწოდო. საარჩევნო უბანზე მოსვლით ჩვენ ვემსახურებით არა პოლიტიკოსებს, არამედ - ჩვენს სამშობლოს; პოლიტიკოსებს ჩვენ ვქირაობთ იმისათვის, რომ ემსახურონ ხალხს. შესაბამისად, მოგიწოდებთ ყველას მაქსიმალური აქტიურობისკენ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.  

საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო უბანზე 12 საათისთვის გამოცხადდა.  

Add to Twitter Add to Facebook