მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალურ მდივანთან გამართა შეხვედრა

საქართველოს პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალურ მდივანთან გამართა შეხვედრა

 

გაეროს კონფერენციაზე ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ბან კი-მუნს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და გაერო-ს, როგორც უმნიშვნელოვანესი უნივერსალური საერთაშორისო ორგაიზაციის თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც საერთაშორისო სამართლის ძირითადი პინციპების სადარაჯოზე დგას; მათ შორის, იცავს სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის, საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენებასა და ძალისმიერ მუქარაზე უარის თქმის, სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპებს. ბან კი-მუნთან შეხვედრისას ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ბოლო დროს აფხაზეთთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესში, პრაქტიკულად, ყველა ამ პრიციპის დარღვევის საფრთხის წინაშე დადგა მთელი მსოფლიო. საქართველოს პრეზიდენტმა, უპირველესად, ყურადღება გაამახვილა ამ პროცესებში გაერო-ს აქტიური ჩაბმულობის აუცილებლობაზე.

"შეხვედრისას განვიხილეთ საკითხთა ფართო სპექტრი, რომელთა შორის, უპირველესი, ცხადია აფხაზეთთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იყო. კერძოდ, საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების პროცესს, რომლიც საფრთხეს უქმნის რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურას, რაც სერიოზული გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თანამედროვე საერთაშორისო სამართლებრივი ძირითადი პრინციპების თვალსაზრისითაც. საქართველოს პრეზიდენტმა და ჩვენმა დელეგაციამ გაერო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას იმედი გამოთქვა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იქნება სწორედ საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების დაცვის უმნიშნელოვანესი სტრუქტურა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ.

ამას გარდა, საუბარი შეეხო საქართველოს უფრო მეტ ჩაბმულობას გაერო-ს საერთაშორისო პროექტებში. გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ მომავალი წელი ძალზე მიშვნელოვანია გაეროსთვის, განსაკუთრებით, განვითარების საკითხებთან დაკავშირებით მსოფლიოს კონსლიდაციის თვალსაზრისით.

Add to Twitter Add to Facebook