მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა გერმანელ ხალხს ქვეყნის გაერთიანების დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა გერმანელ ხალხს ქვეყნის გაერთიანების დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს მისალოცი წერილი გაუგზავნა და გერმანელ ხალხს ეროვნული დღე - ქვეყნის გაერთიანების დღე მიულოცა.

„25 წლის წინათ დაინგრა ათწლეულების განმავლობაში აღმოსავლეთისა და დასავლეთის კონფრონტაციის  სიმბოლო - ბერლინის კედელი.  ბერლინის კედლის დაცემამ ბიძგი მისცა სიღრმისეულ ცვლილებებს მთელ მსოფლიოში, ეს იყო ევროპის დაყოფისა და ცივი ომის დასასრული.

მსურს გამოვიყენო შესაძლებლობა და ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გამოვხატო მადლიერება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო- გერმანიის ისტორიული მეგობრობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება  ჩვენი ერების საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

გიორგი მარგველაშვილმა ანგელა მერკელს წარმატება უსურვა, ხოლო გერმანელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა.  

Add to Twitter Add to Facebook