მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხანუქას სანთელი აანთო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხანუქას სანთელი აანთო

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ხანუქას ბრწყინვალე დღესასწაულის ბოლო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც თავისუფლების მოედანზე გაიმართა და ებრაელი თემის მიერ იყო ორგანიზებული. გიორგი მარგველაშვილმა საპატიო სანთელი აანთო და ებრაელ ხალხს დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა. ქვეყნის პირეველი პირი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს რელიგიის,  ტრადიციების,  კულტურის დაცვასა და განვითარებაში თანადგომასაც დაჰპირდა.  

„ებრაელი ძმების სიხარულს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე იზიარებს. მეც სულითა და გულით გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს და ვუერთდები თქვენს ზეიმს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფოს განვითარებისა და აღმშენებლობის პროცესში ქართველი ებრაელების ფასდაუდებელ როლზეც ისაუბრა. მან ის ებრაელი თანამემამულეებიც გაიხსენა, რომლებიც სამშობლოში - ისრაელში დაბრუნდნენ და აღნიშნა, რომ მათთვის „საქართველო ისეთივე სამშობლოა, როგორც ისრაელი“.

თავისუფლების მოედანზე, ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოში მცხოვრები ებრაელები, ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი, რავინ ბენსიონ ისრაელაშვილი და რავინ ბენ მერკოზლოვსკიც დაესწრნენ.  

Add to Twitter Add to Facebook