მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა ახალი მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში

საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა ახალი მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა განკარგულება ახალი მრჩევლის - საგარეო ურთიერთობათა მდივნის დანიშვნის შესახებ. ამ თანამდებობას თენგიზ ფხალაძე დაიკავებს, რომელიც  2008 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრს. 

თენგიზ ფხალაძე არის აშშ-ს ატლანტიკური საბჭოსა და ბრიტანეთის საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტის (Chatham House) წევრი. სხვადასხვა წლებში იგი იყო საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის დიპლომატიური პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი. კითხულობს ლექციებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. 

Add to Twitter Add to Facebook