მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა ვილნიუსში მიმდინარე შეხვედრები შეაფასა

საქართველოს პრეზიდენტმა ვილნიუსში მიმდინარე შეხვედრები შეაფასა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვილნიუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრები შეაფასა.

„ვილნიუსში ჩვენი ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგან დღეს ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს, რომელიც რეალურად გვაახლოებს ევროპასთან და უზრუნველყოფს საქართველოს კურსის შეუქცევადობას ევროპული მიმართულებით. უკვე მოხდა ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას, მთელ ქვეყანას ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ნაბიჯს. ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს ვილნიუსში და განვიხილავთ ეკონომიკურ  თემებს, ადამიანის უფლებებისა და არასამთავრობო სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკითხებს. დღეს ვიწყებთ ძალზე მნიშვნელოვან გზას, რომელიც საქართველოს ისტორიულ არჩევანს - იყოს ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახის წევრი, ფაქტობრივად, გარანტირებულს ხდის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

Add to Twitter Add to Facebook