მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით,  მთაწმინდის პანთეონში ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი გვირგვინით შეამკო.

„მე აქ იმ ხალხთან ერთად მოვედი, რომელიც მედგრად იდგა ქართული ისტორიის იმ ურთულეს პერიოდში, რომელმაც სერიოზული, ხშირად მორალური არჩევანის წინაშე დააყენა ბევრი ადამიანი. დღეს ჩვენ ასევე პატივი მივაგეთ მერაბ კოსტავას ხსოვნას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ის პოლიტიკოსები იყვნენ, რომლებმაც 20 წლის წინათ ხალხში ეროვნული აღფრთოვანება გამოიწვიეს.

ქვეყნის პირველ პირთან ერთად, საქართველოს პირველი პრეზიდენტის თანაგუნელებიც იმყოფებოდნენ.

Add to Twitter Add to Facebook