მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სასახლეში უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სასახლეში უმასპინძლა

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში თბილისის საერთაშორისო კონფერენციის „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი” მონაწილეებს ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა და სტუმრებს სიტყვით მიმართა.
 
ორდღიანი კონფერენცია საქართველოში მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისათვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით ტარდება.
 
საერთაშორისო კონფერენცია დღეს ქვეყნის პირველმა პირმა გახსნა და შეკრებილი საზოგადოების კითხვებსაც უპასუხა.
 
თბილისის საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ორ დღე გაგრძელდება, მაღალი რანგის პირები, ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, აშშ-ის, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური, დიპლომატიური, აკადემიური და ექსპერტული წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან.
 
Add to Twitter Add to Facebook