მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა თსუ-ს დაარსებიდან 96 წლისთავი მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა თსუ-ს დაარსებიდან 96 წლისთავი მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 96 წლისთავისადმი  მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. გიორგი მარგველაშვილმა უნივერსიტეტის რექტორთან  ვლადიმერ პაპავასთან ერთად თსუ-ის დამფუძნებლის ივანე ჯავახიშვილისა და უნივერსიტეტის პირველი რექტორის პეტრე მელიქიშვილის განახლებული ბიუსტები გახსნა. ქვეყნის პირველი პირი  შეკრებილი საზოგადოების წინაშე სიტყვითაც  წარსდგა. მან ყურადღება ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე გაამახვილა და პროფესორებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ამ უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო დაწესებულების  96 წლისთავი მიულოცა.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს უნივერსიტეტს,  ერისა და ქვეყნის განვითარებისა და მომავლისთვის. ყველამ ვიცით, რომ ეს არის მეცნიერების, ახალგაზრდების კერა, მაგრამ, ამას გარდა, ეს არის როგორც მენტალური, ისე მორალური ჩამოყალიბების ადგილი. ეს უნივერსიტეტი ასრულებდა და კვლავაც ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს ჩვენი ქვეყნის იდენტობის დადგენის პროცესში. ამ კედლებთან მე ბევრი ისეთი რამ მაკავშირებს, როგორიც მეცნიერებასთან და სხვა ღირებულებებთან ზიარებას შეეხება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა მადლობა გადაუხადეს ქვეყნის პირველ პირს ღონისძიებაზე დასწრებისთვის. ვლადიმერ პაპავამ კი გიორგი მარგველაშვილს უნივერსიტეტის მედალი გადასცა. 

Add to Twitter Add to Facebook