მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა თურქ კოლეგას უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა თურქ კოლეგას უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პირადად უმასპინძლა თურქ კოლეგას, რომელიც თბილისს რამდენიმე საათის წინ ესტუმრა. გიორგი მარგველაშვილმა და აბდულა გიულიმ თბილისის ქუჩებში ფეხით გაისეირნეს, რუსთაველის გამზირიდან ლესელიძის ქუჩის გავლით ევროპის მოედანზე გადაინაცვლეს. თურქეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას, რომ პირადად გაუწია გიდობა. დღეს აბდულა გიულის ვიზიტის არაოფიციალური ნაწილი დასრულდა.

6 მაისს „თბილისის სამიტი 2014“ გაიმართება, რომლის მუშაობაში საქართველოს, თურქეთისა და  აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად თანმხლები დელეგაციების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. სამიტის მსვლელობისას განიხილავენ ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სფეროებში მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებს. ლიდერები თანამშრომლობის შედეგებზე იმსჯელებენ და სამომავლო გეგმებსაც დასახავენ.  

7 მაისს დაიწყება თურქეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ორმხრივი შეხვედრა. თურქეთის პრეზიდენტი გვირვინით შეამკობს დაღუპულ გმირთა მემორიალს.

აბდულა გიული თბილისიდან 7 მაისს გაემგზავრება. 

Add to Twitter Add to Facebook