მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა კატარის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა კატარის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში კატარის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მუჰამედ ბინ ხამის ნასირ ალ კუვარი მიიღო, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და კატარი ურთიერთობა განიხილეს. ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის გააქტიურებული ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობის შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კატარის ელჩს საქართველოსა და კატარის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მალე ეწვევა კატარის ახალი ელჩი.

Add to Twitter Add to Facebook