მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა კომპანია „მარუბენის“ თავმჯდომარესთან გამართა შეხვედრა

საქართველოს პრეზიდენტმა კომპანია „მარუბენის“ თავმჯდომარესთან გამართა შეხვედრა

იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთი უმსხვილესი იაპონური კორპორაციის „მარუბენის“ თავმჯდომარესთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო გარემოზე ისაუბრეს და კომპანიის მიერ საქართველოში ინვესტიციის ჩადების შესაძლებლობა განიხილეს. როგორც გიორგი მარგველაშვილთან საუბრისას ტერო ასადამ აღნიშნა, „მარუბენი“ დაინტერესებულია და სურს, რომ რამდენიმე მიმართულებით განახორციელოს პროექტები.

„საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა ბიზნესკორპორაციების ხელმძღვანელებთან, რომელთაგან თითოეული იაპონიის უმსხვილეს კომპანიაა. ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა „მარუბენი“-ის თავმჯდომარესთან, რომელმაც უპრეცედენტოდ ბევრი საკითხი წამოჭრა საქართველოს პრეზიდენტთან საუბარისას, მათ შორის, იმ სფეროებთან დაკავშირებით, რომლებშიც შესაძლოა კომპანიამ  ინვესტიცია ჩადოს. საუბარი შეეხო საქართველოს სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სექტორებს. ამას გარდა, განიხილეს კომპანია „მარუბენისთვის“ კარგად ნაცნობ სფეროს - სპეციალური ეკონომიკური ზონის ფარგლებში პოტენციურ მონაწილეობა. აღინიშნა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით შემდგომში უკვე საქართველოს მთავრობასთან იმსჯელებენ. „მარუბენი“ აქტიურადაა დაინტერესებული საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით. როგორც მათ შეხვედრისას აღნიშნეს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესდა აღნიშნული თემით და ეს საკითხები უმაღლეს დონეზე, ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრისას განიხილებოდა. კომპნიის წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ საქართველოში და კვლავაც გეგმავენ ჩვენს ქვეყანაში ვიზიტს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა.

Add to Twitter Add to Facebook