მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა კონიაკის ქარხანა „არარატი“ მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა კონიაკის ქარხანა „არარატი“ მოინახულა

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, საქართველოს პრეზიდენტმა ერევნის კონიაკის ქარხანა დაათვალიერა.

გიორგი მარგველაშვილი კონიაკის "არარატი" წარმოების ტექნოლოგიას გაეცნო და კონიაკის კასრზე სამახსოვრო წარწერაც გააკეთა. ქარხანაში სტუმრობის შემდეგ, ქვეყნის პირველმა პირმა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან სერჟ სარგსიანთან ერთად ეროვნული სამზარეულო დააგემოვნა.  

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დღეს დასრულდა. გიორგი მარგველაშვილმა ერევნის საერთაშორისო აეროპორტიდან მისმა სომეხმა კოლეგამ  გააცილა.

Add to Twitter Add to Facebook