მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიელ კოლეგას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიელ კოლეგას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

 

თქვენო აღმატებულებავ,

ჩემთვის დიდი პატივია გულითადად მოგილოცოთ ლატვიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე.

მოხარული ვარ, რომ მეგობრული ურთიერთობები და ახლო თანამშრომლობა საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის წარმატებით ვითარდება. მადლობა მინდა გადაგიხადოთ როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისათვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრული ურთიერთობა და ახლო კავშირები საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის კიდევ უფრო გაძლიერდება და განვითარდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და ყოველივე საუკეთესო გისურვოთ თქვენს საქმიანობაში ლატვიელი ხალხის საკეთილდღეოდ.

პატივისცემით,

გიორგი მარგველაშვილი

Add to Twitter Add to Facebook