მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიელ ხალხს მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიელ ხალხს მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიელ ხალხს რიგაში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარი გამოუცხადა.

"ბატონო პრეზიდენტო, შეძრწუნებული ვარ რიგაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რომელსაც მრავალი ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. ამ ტრაგედიამ შეძრა ქართველი ხალხი. ჩვენ თანამონაწილე ვართ თქვენი ღრმა მწუხარების და პირად ტრაგედიად აღვიქვამთ მომხდარს. 

მინდა გამოვხატო ჩემი და მთლიანად საქართველოს თანადგომა მოძმე ლატვიელი ხალხის მიმართ, რომელიც უმძიმეს წუთებში ყოველთვის მხარში ედგა ჩვენს ქვეყანას. გთხოვთ, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი გულწრფელი სამძიმარი გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებს და მთელ ლატვიელ ხალხს", - აღნიშნულია სამძიმრის წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიელ კოლეგას გაუგზავნა.

რიგაში, სავაჭრო ცენტრი "მაქსიმა" ჩამონგრა, რასაც რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულთა პატივსაცემად, ლატვიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. 

Add to Twitter Add to Facebook