მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართა შეხვედრა

საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართა შეხვედრა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართა შეხვედრა. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ედგარ რინკევიჩს იმისთვის, რომ ლატვიის სეიმმა 14 ივლისს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა და გადაწყვეტილება ამის თაობაზე მათ ერთხმად მიიღეს. მხარეებმა ყურადღება ღრმა და ყოვლისმოცველი თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზეც გაამახვილეს და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრისას, ასევე ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე ისაუბრეს და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს. მხარეებმა საქართველოსა და ლატვიას შორის მაღალი რანგის ვიზიტების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზეც ისჯელეს.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ლატვიის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის.

Add to Twitter Add to Facebook