მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა მზრუნველობამოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ქარვასლაში უ

საქართველოს პრეზიდენტმა მზრუნველობამოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ქარვასლაში უმასპინძლა

დღეს, თბილისის ისტორიულ მუზეუმში „ქარვასლა“ პრეზიდენტის საახალწლო ნაძვის ხე გაიმართა, რომელზეც მზრუნველობამოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს პრეზიდენტმა ოჯახთან ერთად უმასპინძლა.

საახალწლო ნაძვის ხე  საქართველოს პრეზიდენტმა აანთო და  ბავშვებს ახალი წელი პირადად მიულოცა. გიორგი მარგველაშვილმა მათ მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება უსურვა.

ბავშვებისთვის „ბასტი ბუბუს“ პატარა მომღერლებმა ნაძვის ხესთან  იმღერეს. თოვლის ბაბუამ კი მოწვეულ სტუმრებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.

Add to Twitter Add to Facebook