მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას განსახილველად სამი კანდიდატურა წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას განსახილველად სამი კანდიდატურა წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, მთავრობას შესათანხმებლად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე სამი კანდიდატი წარუდგინა, რომელთაგან საქართველოს პარლამენტი შეარჩევს ერთს. მთავრობასთან შესათანხმებლად წარდგენილია თამაზ ინაშვილის, კახი ბექაურისა და სერგო შავგულიძის კანდიდატურები.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა 23- მა კანდიდატმა მიიღო, რომელთა მონაცემები პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

Add to Twitter Add to Facebook