საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა თანამემამულეებს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
„წმინდა გიორგი ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სიმბოლოა. ამიტომაც არის იგი გამოსახული საქართველოს სახელმწიფო გერბზე. ჩვენი ქვეყანა დღეს ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ მომავლის რწმენით, ყველა სირთულეს დავძლევთ და ერთიან, მშვიდობიან და ძლიერ საქართველოში ვიცხოვრებთ“, - აღნიშნულია მილოცვაში.