მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო

საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო

საქართველოს პრეზიდენტსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. თურქ კოლეგასთან საუბრისას, გიორგი მარგველაშვილმა მწუხარება გამოხატა   მანისას პროვინციაში, ქალაქ სომაში მაღაროს აფეთქების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო, რომლის დროსაც ქვეყანამ უზარმაზარი დანაკარგი განიცადა - 200-ზე მეტი მაღაროელი დაიღუპა, ასობით ადამიანი დაშავდა და მრავალი მათგანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.

„ამ დიდი მწუხარების ჟამს, მინდა ქართველი ერის სახელით გულწრფელად მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და თანაგრძნობა გამოვუცხადო თურქეთის ხელისუფლებასა და მთელ თურქ ხალხს“, - განაცხადა საქართველოს პირველმა პირმა აბდულა გიულისთან საუბრისას.

Add to Twitter Add to Facebook