მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოხატა ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო

საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოხატა ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბულგარელ კოლეგას როსენ პლევნელიევს სამძიმრის წერილი გაუგზავნა და მწუხარება გამოხატა ბულგარეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის ჟელიუ ჟელევის გარდაცვალების გამო.   

„ღრმად დამამწუხრა ბულგარეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, მისი აღმატებულების, ბატონი ჟელიუ ჟელევის გარდაცვალების ამბავმა. ნება მიბოძეთ, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით მოგისამძიმროთ თქვენ, ჟელიუ ჟელევის ოჯახის წევრებს და ბულგარელ ხალხს.

ბატონმა ჟელიუ ჟელევიმ დემოკრატიული წესით არჩეულმა ბულგარეთის პირველმა პრეზიდენტმა დიდი როლი ითამაშა ბულგარეთის რესპუბლიკის ევროპულ ოჯახთან დაახლოებაში.  დარწმუნებული ვარ, რომ ბულგარელი ხალხი არასდროს დაივიწყებს მის დამსახურებას ქვეყნის წინაშე.

მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ღრმა მწუხარება და თანადგომა“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში. 

Add to Twitter Add to Facebook