მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოხატა ვოლგოგრადში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოხატა ვოლგოგრადში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ვოლგოგრადში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით, რომელთაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა.

საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ცალსახად გმობს ტერორიზმს. ჩვენ მთელ პროგრესულ სამყაროსთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ყველაზე ანტიჰუმანური მოვლენის დასამარცხებლად.  

ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს და მთელ რუს ხალხს.

Add to Twitter Add to Facebook