მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოხატა ნელსონ მანდელას გარდაცვალების გამო

საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოხატა ნელსონ მანდელას გარდაცვალების გამო

მის აღმატებულება სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს,
ჯეიკობ ზუმას

 

ბატონო პრეზიდენტო,

ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა ნელსონ მანდელას გარდაცვალების შესახებ.

აფრიკამ დაკარგა თავისი უდიდესი შვილი. გვანუგეშებს ის, რომ ნელსონ მანდელას ცხოვრების მაგალითით კაცობრიობამ ფასდაუდებელი გამოცდილება შეიძინა. მან კიდევ ერთხელ გვაჩვენა,  რომ ერთი ადამიანის თავგანწირულ ძალისხმევას შეუძლია თავისუფლება მოუტანოს და ღირსება აღუდგინოს მილიონებს.  

თქვენო აღმატებულებავ, გიცხადებთ თანადგომას   ამ მძიმე წუთებში და გთხოვთ, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი გულწრფელი სამძიმარი გადასცეთ ნელსონ მანდელას ოჯახს და სამხრეთ აფრიკელ ხალხს.

ღრმა პატივისცემით,
გიორგი მარგველაშვილი

Add to Twitter Add to Facebook