მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოხატა რეზო ადამიას გარდაცვალების გამო

საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოხატა რეზო ადამიას გარდაცვალების გამო

ღრმა მწუხარებას გამოვხატავ გამორჩეული ადამიანის, ჩემი დიდი ხნის მეგობრის რეზო ადამიას გარდაცვალების გამო.

უბადლო მეცნიერი, დახვეწილი დიპლომატი, შესანიშნავი სპორტსმენი, საიმედო მეგობარი, დაბოლოს, სამაგალითო პიროვნება ახლობლებისთვის, კოლეგებისა და ახალგაზრდა თაობისთვის - ასეთი იყო რეზო.   

ძნელია სიტყვებით გამოხატო მისი გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი. იგი აუნაზღაურებელი დანაკლისია ქართულ დიპლომატიისთვის; რეზო დააკლდა ქართულ საზოგადოებას, ყველას, ვისთანაც ოდესმე ჰქონია ურთიერთობა.

მწუხარების ჟამს, გულწრფელად თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ რეზო ადამიას ოჯახს, მის ახლობლებსა და მეგობრებს. 

Add to Twitter Add to Facebook