მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა ორ ქვეყანაში ელჩები დანიშნა<br />

საქართველოს პრეზიდენტმა ორ ქვეყანაში ელჩები დანიშნა<br />

გიორგი მარგველაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოში და მოლდოვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დანიშნა. მათი დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა შესაბამისი განკარგულება დღეს გამოსცა, რომლის თანახმად, საუდის არაბეთის სამეფოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გიორგი ჯანჯღავა დაინიშნა, ხოლო  მოლდოვის რესპუბლიკაში ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მერაბ ანთაძე იქნება.

დღესვე გიორგი მარგველაშვილი მერაბ ანთაძეს შეხვდა და მასთან საქართველოსა და მოლდოვას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა. სამომავლო გეგმებზე საუბრისას, აღინიშნა, რომ მოლდოვა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც ქვეყანამ ურთიერთობა კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს.

მერაბ ანთაძე 2009 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 2 იანვრამდე საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო „დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია -სუამში“. მოლდოვის რესპუბლიკაში საქმიანობას იგი 2014 წლის 1 მარტიდან შეუდგება.

გიორგი ჯანჯღავა  2013 წლის 2 ოქტომბრიდან დღემდე იკავებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციას ირლანდიაში. საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მუშაობას იგი 2014 წლის 3 აპრილიდან დაიწყებს. 

Add to Twitter Add to Facebook