მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა პაატა ბურჭულაძეს დაბადების დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა პაატა ბურჭულაძეს დაბადების დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა პაატა ბურჭულაძეს დაბადების დღე მიულოცა და მას ჯანმრთელობა, მხნეობა და წარმატებები უსურვა.  

„თქვენი შემოქმედება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფასდაუდებელი მონაპოვარია. თქვენმა განუმეორებელმა ტალანტმა და მაღალმა პროფესიონალიზმმა შორს გაუთქვა სახელი ქართულ სამუსიკო ხელოვნებას. საერთაშორისო აღიარება, რომელიც თქვენმა შემოქმედებამ მოიპოვა,  საუკეთესო სავიზტო ბარათია საქართველოს, როგორც თანამედროვე, განვითარებული, კულტურული ქვეყნისათვის.

თქვენი საქველმოქმედო საქმიანობით დიდი წვლილი შეგაქვთ საზოგადოებაში თანადგომისა და სოლიდარობის ფასეულობათა  განმტკიცებაში“, - აღნიშნულია მილოცვის წერილში. 

Add to Twitter Add to Facebook