მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში გამართული პოლიტიკური  დებატები შეაჯამა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში გამართული პოლიტიკური  დებატები შეაჯამა

ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლების გამოსვლები გაიმართა. უმრავლესობის და უმცირესობის დასმულ შეკითხვებს ქვეყნის პირველმა პირმა შემაჯამებელი გამოსვლისას უპასუხა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განცხადა,  ქვეყნის მთავრობამ სტრატეგიული  პარტნიორებისგან მიიღო მინიშნება, რომ პოლიტიკა რუსეთის ფედერაციასთან დეესკალაციაზე დაეფუძნებინა, რაც სწორედ აგრესიული რიტორიკის შერბილებას ითვალისწინებდა.

გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო უმცირესობის კომენტარებსაც გამოეხმაურა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, პრობლემა 2 წლის წინ არ დაწყებულა და ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება ასე მალე ვერ მოხდებოდა.

„ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ჩვენ გადავალთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონაში, რაც ახალი ინვესტიციების მოზიდვას და ჩვენი პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.   

ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება ეროვნული უშიშროების საბჭოს როლზეც გაამახვილა.

"უშიშროების საბჭო კონსტიტუციით განსაზღვრული ორგანოა. მისი უფლებამოვალეობები მკაფიოდ არის გაწერილი საქართველოს კონტიტუციაში. პრეზიდენტის უფლებები აღარ არის აღმასრულებელი, შესაბამისად, ჩვენ მოვახდინეთ უშიშროების საბჭოს გაყოფა კრიზისის ოპერატიული მართვისგან. როდესაც ქვეყანაში ვითარება კრიზისულია, მისი დაძლევა უნდა მოხდეს მყისიერად და ამ პროცესში მონაწილეობენ კონკრეტული აღმასრულებელი სტრუქტურები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში ქვეყნის პირველი პირი მოხსენებით 14:00 საათზე წარსდგა დღის დამლევს საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკური დებატები შეაფასა და ყურადღება ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ შენიშვნებზე გამახვილა. 

Add to Twitter Add to Facebook