მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო მაიდანზე დაღუპული გმირების ხსოვნას

საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო მაიდანზე დაღუპული გმირების ხსოვნას

უკრაინის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი კიევში ევრომაიდანზე მივიდა, პატივი მიაგო ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას.

„დღეს ჩვენ ჩამოვედით კიევში, რათა მონაწილეობა მივიღოთ უმნიშვნელოვანეს პროცესში, რომელიც უკრაინისთვის არა მარტო საპრეზიდენტო არჩევნები, არამედ ევროპაში, უკრაინასა და რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისთვის გადადგმული სერიოზული ნაბიჯია. ბუნებრივია, ჩვენ დღესვე მოვედით მაიდანზე და პატივი მივაგეთ აქ დაღუპული გმირების ხსოვნას, რომელთა შორისაც აგრეთვე არიან ქართველები. ჩვენ გამოვხატეთ საკუთარი  პოზიცია და ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის ბრძოლისა და ძალიან წარმატებული საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

უკრაინაში ვიზიტის მეორე დღეს გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად  უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. 

Add to Twitter Add to Facebook