მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო ჟიული შარტავას ხსოვნას

საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო ჟიული შარტავას ხსოვნას

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პატივი მიაგო ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ხსოვნას და მისი საფლავი გვირგვინით შეამკო.

„დღეს აქ მოვედით, რათა პატივი მივაგოთ ჟიული შარტავასა და ყველა იმ ადამიანის ხსოვნას, ვინც სისხლი დაღვარა იმ ტრაგედიის დროს, რომელიც თავს დაგვატყდა ჩვენ და აფხაზებს, მთლიანად ქართველ ერს. ჟიული შარტავას სიცოცხლე, სიცოცხლე ასეთი გმირებისა, სიკვდილით არ სრულდება. ის, რასაც ჩვენი ერისა და ქვეყნის გამთლიანებასთან დაკავშირებით ვფიქრობთ, სწორედ ასეთი გმირების ნამოქმედარზე გადის. მათი  სიცოცხლე გრძელდება და ემსახურება ქართველებისა და აფხაზების ერთიანობას, ჩვენი ქვეყნის მთლიანობას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ჟიული შარტავას დღეს 70 წელი შეუსრულდებოდა.

Add to Twitter Add to Facebook