მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას

საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ექვსი მილიონი ებრაელისა და მილიონობით სხვა ეროვნების ადამიანის, მათ შორის, მილიონნახევარი ბავშვის ნათელ ხსოვნას, რომელთა ბედი კაცობრიობის უდიდეს ტრაგედიად იქცა.

ჰოლოკოსტმა შემაძრწუნებლად გვიჩვენა, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი, თუკი საკუთარ ქმედებას საფუძვლად დაუდებს სხვისადმი სიძულვილს, საკუთარი გამორჩეულობისა და უპირატესობის უპირობო რწმენას.

ეს გამოცდილება გვაფრთხილებს, რომ შეუწყნარებლობის მიმართ ყურადღების მოდუნებისთვის ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოგვიწევს. ამიტომ, თითოეულ ჩვენგანს გვმართებს უწყვეტი ძალისხმევა, რათა აღარასდროს დავუშვათ მსგავსი ტრაგედიები.

ეს ნიშნავს, რომ მოვალენი ვართ საფუძვლებშივე წინ აღვუდგეთ ჩაგვრის, დისკრიმინაციისა და თავისუფლების ხელყოფის ნებისმიერ გამოვლინებას. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნა გვაკისრებს პასუხისმგებლობას, უწყვეტი ძალისხმევა მივმართოთ მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის გარემოს უზრუნველსაყოფად.

Add to Twitter Add to Facebook