მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა პატიმართა შეწყალების თაობაზე განკარგულება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა პატიმართა შეწყალების თაობაზე განკარგულება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმად, შეწყალებულია 75 პირი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის  ლაშა აბაშიძის განცხადებით, განკარგულება დღესვე გადაეგზავნება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს. როგორც მან აღნიშნა, შეწყალებული  პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს უახლოეს მომავალში დატოვებენ და დღესასწაულებს საკუთარ ოჯახებში შეხვდებიან. 

Add to Twitter Add to Facebook