მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკოსგან ინაუგურაციაზე მიწვევა მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკოსგან ინაუგურაციაზე მიწვევა მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს უკრაინის არჩეულ პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და მას გამარჯვება პირადად მიულოცა. პეტრო პოროშენკოსთან საუბრისას, გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება უკრაინაში სტაბილურობის მომტანი უნდა გახდეს. ქვეყნის პირველმა პირმა უკრაინელ კოლეგასთან ქართველი და უკრაინელი ხალხების ისტორიულ მეგობრობასა და კეთილმეზობლური კავშირის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, პროგრესული ხელმძღვანელობის ლიდერობით უკრაინა და საქართველო ერთად განაგრძობენ სვლას ევროპული ინტეგრაციის ისტორიულ გზაზე.  

თავის მხრივ, პეტრო პოროშენკომ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მილოცვისთვის და გიორგი მარგველაშვილი ინაუგურაციაზე მიიწვია. 

Add to Twitter Add to Facebook