მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა პირველი შეხვედრა ლიტვის პრეზიდენტთან, დალია გრიბაუსკაიტესთან გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა პირველი შეხვედრა ლიტვის პრეზიდენტთან, დალია გრიბაუსკაიტესთან გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა პირველი შეხვედრა ლიტვის პრეზიდენტთან, დალია გრიბაუსკაიტესთან გამართა.

შეხვედრის მთავარი თემა ვილნიუსში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებულ საკითხები და მისი მნიშვნელობა იყო. ამასთან, დადასტურდა საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებისთვის მზაობა.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. ეს არის ჩემი პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან და მინდა მივულოცო მას პირველი დღე პრეზიდენტის რანგში. ჩემთვის პირადად და ლიტვისთვის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნისთვის სასიხარულო და აღსანიშნავია საქართველოში ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილება, რაც მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კუთხით, განსაკუთრებით ვილნიუსის სამიტის წინა პერიოდში. მე კიდევ ერთხელ ვიწვევ საქართველოს პრეზიდენტს ვილნიუსში. ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმისა და ასოცირების შეთანხმების ინიცირებისთვის. მთელი პასუხისმგებლობა დღეიდან არის ამ ადამიანზე, რათა მოამზადოს თქვენი ქვეყანა შეთანხმების ხელმოწერისთვის. კიდევ ბევრი რეფორმაა გასატარებელი და პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო წარმატებული იყოს ამ პროცესში. ვუსურვებ თქვენს ქვეყანას, რომ მიაღწიოთ ამ მიზანს. ჩვენ როგორც ყოველთვის, დავეხმარებით საქართველოს აღნიშნულ პროცესში, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ გელით ვილნიუსში,“ - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა

Add to Twitter Add to Facebook